„თუ ივანიშვილი მართლა განიხილავს გახარიას დაწინაურებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მას არანაირი შეხება აღარ აქვს ქართველი ხალხის მაჯისცემასთან“ - სერგი კაპანაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე
30-08-2019, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ყველაფრის მერე თუ ივანიშვილი მართლა განიხილავს გახარიას დაწინაურებას, რასაც არ გამოვრიცხავ, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ მას არანაირი შეხება აღარ აქვს ქართველი ხალხის მაჯისცემასთან, - განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

 

 

„ის თავის შუშის სასახლეში რაღაც კოლბაშია ჩაკეტილი და ვერ ხედავს, რეალურად რა ხდება, იმიტომ, რომ მას ახლა ალბათ ჰგონია, რომ ჩაცხრა პროტესტი და ხალხი აღარ გამოდის, მას ჰგონია, რომ ოპოზიცია დააშინა, ზოგი დაიჭირა, ზოგს სამაჯური შეაბა და ამიტომ, აღარ არის სახიფათო, ალბათ ჰგონია, რომ „რუსთავი 2“ დახურა, აქ „ტვ პირველს“ უტევს, მედია გაანეიტრალა და თავის ალტერნატიულ რეალობას შესთავაზებს ხალხს, და ალბათ ფიქრობს, რომ ამ კონტექსტში გახარიას წინ წამოწევა მას შეუძლია და გაუვა.

 

 

იფიქროს ასე, უბრალოდ ეს ყველაფერი უკან შემოტრიალდება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, მაგრამ, კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ სრულიად არაადეკვატური გახდა ეს კაცი, მაგრამ საბოლოო ჯამში არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერ მინისტრი გახარია იქნება თუ ბახტაძე“ , - განაცხადა მან.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ცვლის ივანიშვილი ბახტაძეს გახარიათი, სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ ჩანაცვლებას ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისთვის გააკეთებს.

 

 

„ივანიშვილი ახლა იმ რეჟიმშია, რომ უნდა აჩვენოს ის, რითაც იტყუებს თავს, რომ ძლიერია და ეს სიძლიერის დემონსტრირება კი არ შესუსტდა 20 ივნისის მერე, არამედ უფრო გაძლიერდა“ , - აღნიშნა კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი