საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა, – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
მისი თაოსნობით 2019 წელს საქართველოში საფუძველი ვერდის ფესტივალს ჩაეყარა.
ბადრი მაისურაძე ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრისა და სეულის ოპერის თეატრის კონსულტანტი, ასევე მსტისლავ როსტროპოვიჩის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) მენეჯერი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.