„ახლა არავინ გულუბრყვილო ბავშვები აღარ ვართ, რათა ვერ მივხვდეთ, როგორ ცდილობს ივანიშვილი ჩორჩანას ტყეში პლაცდარმის შესანარჩუნებლად ატეხილი აჟიოტაჟით, წინასაარჩევნოდ, ხალხს დაავიწყოს თუ როგორ შემოაღობინა პუტინს საქართველოს გული“ - შალვა ნათელაშვილი
30-08-2019, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ცდილობს, ხალხს დაავიწყოს რუსეთის ოკუპაცია და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მდგომარეობა.

 

 

„ახლა არავინ გულუბრყვილო ბავშვები აღარ ვართ, რათა ვერ მივხვდეთ, როგორ ცდილობს ივანიშვილი კრემლიდან, ქართველთმოძულე სურკოვის თანადგომით, ჩორჩანას ტყეში პლაცდარმის შესანარჩუნებლად ატეხილი აჟიოტაჟით, წინასაარჩევნოდ, ხალხს დაავიწყოს თუ როგორ შემოაღობინა პუტინს საქართველოს გული, როგორ მიითვისა ოკუპანტებს გადარჩენილი დანარჩენი ქვეყანა კერძო ბიზნესად,როგორ გააჩუქა დავით გარეჯი, როგორ დათხარა თვალები ბავშვებს და სხვა და სხვა მრავალი. ჩორჩანაში კი არა, რაც შეიარაღებული ძალები გაგვაჩნია ყველა უნდა განლაგდეს საოკუპაციო ხაზზე და როცა მთელი ეს ზოლი გადაიქცევა პლაცდარმად, მერე ვნახოთ როგორ შეღობავენ მიწას და როგორ მოგვიკლავენ ტატუნაშვილებს, მაგრამ პუტინის მოთხოვნით გამოყვანილ სპეცრაზმებს, რა თქმა უნდა, პუტინის გოშია ბიძინა იქ უკან ვეღარ დააბრუნებს, აი, ესაა თანამედროვე ისტორიული ტრაგიზმი, რაც უსწრაფესად უნდა დავამთავროთ“ , - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
ვაი შე უბადრუკო დაბდურავ,რაებს ბოდიალობ შე არაკაცო თაღლითო და გარეწარო angry
30 აგვისტო 2019 07:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი