„ქართველი რუსეთუმეები მხოლოდ ოკუპანტების კი არა, სეპარატისტების რიტორიკასაც ამართლებენ“!
30-08-2019, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიცრუეა და ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, ნუ ამახინჯებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, თითქოსდა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ "გააფუჭა" ურთიერთობა რუსეთთან! დიახ, ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი სიცრუეა!!! სსრკ-ს ნგრევის პერიოდში, ქართველმა ხალხმა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი გამოთქვა, რის შესახებაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ ყველა პოლიტიკურ დონეზე განაცხადა, როგორც დასავლეთში, ისე ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებში!

 

 

ამ პროცესის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა საქართველოს ამ პოზიციას, თითქოს, "გაგებით შეხვდა და შეურიგდა" (პრეზიდენტ ელცინის შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიასთან საქართველოს ტერიტორიაზე, დაბა ყაზბეგში!), მაგრამ, თანდათან ცხადი გახდა, რომ "ახლადგამომცხვარი დამოუკიდებელი" რუსეთის ფედერაცია, სწორედ იმ პოლიტიკის სამართალმემკვიდრე იყო, რომელსაც სსრკ-ს კომუნისტური რეჟიმი ატარებდა 70 წლის მანძილზე, ანუ სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა იმ ხალხების მიმართ, ვინც ღიად თუ ფარულად დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეალებისთვის ბრძოლას გაბედავდა!

 

 

უმალვე, საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, "ძველმა და ახალმა" კრემლმა დაუპირისპირა "დაყავი და იბატონეს" სტრატეგია, ანუ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების დაპირისპირებების ინსპირირება ქართველებთან, სეპარატიზმის გაღვივება და მხარდაჭერა ავტონომიურ წარმონაქმნებში და სხვა!

 

 

ალბათ გახსოვთ, რა უთხრა ტელეფონით საუბრისას, "მომაკვდავი" სსრკ-ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა პრეზიდენტ გამსახურდიას:"თქვენ გექნებათ დიდი პრობლემები აფხაზეთში და "სამხრეთ ოსეთში-ო"! "მკვდარი სსრკ-ს პრეზიდენტის", გორბაჩოვის ეს "დანაპირები მუქარა", ზუსტად შეასრულა "დამოუკიდებელი" რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ელცინმა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა, ჯერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სსრკ-რუსეთის მიერ გაღვივებული კონფლიქტი "გაყინა" ("ცისფერჩაფხუტიანი, სამშვიდობო " ბატალიონებით!), შემდეგ იგივე მოიმოქმედა აფხაზეთში, რასაც წინ უძღოდა ქართველების ეთნოწმენდა საქართველოს ორივე რეგიონში, სეპარატისტების "ხელით" და კრემლის "წაქეზებით"!

 

 

ზუსტად იგივე სტრატეგია ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ბოლშევიკურ რუსეთს, რუსეთის იმპერიის ნგრევის შემდეგ (1918-21 წწ.), იმ დროისთვის დამახასიათებელი განსხვავებებით, თუმცა, სულისკვეთებით აბსოლუტურად იდენტური! დიდი სიცრუეა, თითქოს, კავკასიაში რუსები ყველაზე მეტად ქართველებს "ენდობოდნენ და აფასებდნენ", პირიქით, ყველაზე დიდი უნდობლობა ქართველების მისამართით იყო, რადგანაც არაგარუსებული ("გარუსებულ" ქართველებს საქართველოს წინააღმდეგ იყენებდნენ და დღესაც ასეა!) ქართული არისტოკრატიის წრეებში მუდმივად ფიქრობდნენ, საუბრობდნენ და ოცნებობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაზე, ამა თუ იმ ფორმით, ბაგრატიონთა დინასტიის რესტავრირებაზე თუ რესპუბლიკური ფორმაციის სახელმწიფოს დაარსებაზე!

 

 

რუსების მხრიდან ქართველების უნდობლობის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი არსებობს, თუნდაც ის, რომ 19 საუკუნის ქართული მოსახლეობა, თბილისის და ქუთაისის გუბერნიები სრულიად განიარაღებული იყო (სანადირო თოფებსაც კი არ უჩერებდნენ!), მაშინ, როდესაც ქართველები სრულ სოლიდარობას უცხადებდნენ რუსეთის იმპერიას კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ მრავაწლიან ომში (ანუ, რუსეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის, ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველები უფრო საშიშად მიაჩნდათ, ვიდრე კავკასიელი მუსლიმები)! ამის შესახებ, რუსი გენერალი ანდრეევი გაოცებული წერდა პეტერბურგის სამეფო კარს!

 

 

ამ საკითხში სიმართლე ის არის, რომ რუსეთის იმპერიის და სსრკ-ს პერიოდშიც, რუსი სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის კავკასიაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდნენ არა ქართველები, არამედ სომხები, სომეხი ხალხი, რომლებსაც ქართველებისგან განსხვავებით, რუსების "უბრალო თვითნებობის" წინააღმდეგაც კი, - "ხმა არასოდეს ამოუღიათ"! P.S. ოკუპანტი რუსები, მათი მარიონეტი სეპარატისტი ოსები და აფხაზები, უცხოელების გულის მოსაგებად მუდმივად ანტიქართულ რიტორიკას მიმართავენ, ვითომდა, საქართველოს ამ რეგიონებში სისხლისღვრის ინიციატორი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და მისი პირველი პრეზიდენტი და შემდგომი ხელისუფლებები იყო, რის გამოც მათ შეუძლებლად მიაჩნდათ და მიაჩნიათ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება ერთიან სახელმწიფოში, ამიტომაც, მხოლოდ ერთი ალტერნატივაა, რომ რუსეთის და რუსების მიერ მოსყიდული 4 სახელმწიფოს მიერ "აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები", - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცნოს ამერიკა-ევროპა-აზიის ყველა სახელმწიფომ!

 

 

"ქართველებზე შეყვარებული" რუსები კი, საერთაშორისო ასპარეზზე მუდამ ახმოვანებენ შემდეგ თეზას, რომ - საქართველო "უნდა შეეგუოს ახალ რეალობას", ანუ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის დაკარგვას და - არც გაბედოს მომავალში ოცნება მათ დაბრუნებაზე საქართველოს შემადგენლობაში!!!

 

 

პოლიტოლოგი 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი