თურქეთის გამარჯვების და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. მიღებას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა უმასპინძლა.
თურქეთის ელჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩსა და თურქ ხალხს გამარჯვების და შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. ლევან იზორიამ საქართველოს და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში თურქეთი ყოველთვის პოზიტიურ როლს თამაშობდა და მხარს უჭერდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართველი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში მხარდამხარ იბრძვიან და საერთო წვლილი შეაქვთ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ლევან იზორიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვას და განსაკუთრებული თანადგომისთვის თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
გამარჯვების დღესასწაული და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე თურქეთში ყოველი წლის 30 აგვისტოს აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.