შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნას არ გამორიცხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
როგორც მან „TV პირველთან“ საუბრისას თქვა, თუკი „ახლა ამ ბატონს დააწინაურებენ, დიდი დღე არ ეწერება არც ბიძინა ივანიშვილს, არც გახარიას“.
„ლოგიკურად ეს უნდა გამოვრიცხოთ, რომ გახარია გახდება პრემიერ მინისტრი, მაგრამ ლოგიკურად ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, მით უფრო მმართველი ძალის ფარგლებში, ამიტომ უნდა დავუშვათ, და თუკი მოხდა, რომ გახარია დაინიშნა პრემიერ მინისტრად, ეს იქნება გამოწვევა ღია, საჯარო, საზოგადების იმ უდიდესი ნაწილის, რომელიც აპროტესტებს დღემდე გახარიას შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ყოფნას და ახლა ამ ბატონს თუ დააწინაურებენ, მე ვფიქრობ, დიდი დღე არ ეწერება არც ბიძინა ივანიშვილს, არც გახარიას“, განაცხადა ნიკა მელიამ.
ქართული მედიასაშუალებები ინტენსიურად წერენ იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი ეყოლება და ის გიორგი გახარია იქნება.
კვირას, 1 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა დანიშნული, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.