საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცახადების თანახმად, საქართველოში იზრდება რუსული ზეგავლენა, როგორც არასამთავრობო სექტორში, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და მედიაში.
თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყანაში სოკოებივით მომრავლდა არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები, რომლის შესახებაც არავის სმენია, გამოდიან სატელევიზიო არხებზე და აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ისინი ხდებიან ექსპერტები, რომელთაც აქვთ მაღალი ანაზღაურება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საჯაროდ არიან პრორუსული და მან ასეთად ნინო ბურჯანაზე და მისი პოლიტიკური გაერთიანება დაასახელა.
"საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, სააკაშვილის დიდი მეგობარი და მოკავშირე წინა ცხოვრებაში, მიდის მოსკოვში, ხვდება პუტინს და არავინ იცის, ისინი რაზე საუბრობენ, მაგრამ როდესაც ის ჩადის მოსკოვში და უკან ბრუნდება, ყოველთვის რაღაც საშინელება ხდება საქართველოში. მაგალითად, ბოლო ე,წ საზღვრის გადმოწევა სამხრეთ ოსეთთან, აღნიშნული სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.