იმერეთის რეგიონში სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმული საკითხების გადაწყვეტა დაიწყო
31-08-2019, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. იმერეთის რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა და გარკვეულწილად სამუშაოებიც ჩატარდა.

 


ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თხოვეს, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაასახელეს. პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნულ სოფელში სამუშაოები უკვე დაიწყო და მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სოფელ დიმში სარწყავი არხის მოწესრიგების დასრულების შემდეგ მოსახლეობას სამეურნეო მიწის ფართობებისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

 


იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მათ მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია პრიორიტეტების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი