„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს „ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულნი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში!“
„სუსი გამოფხიზლდით!!!
ყველა მოღალატე, უცხო ქვეყანის სპეცსამსახურების აგენტი ვიცი არ იქნებით!
ვინც ეროვნული ხართ დარჩენილი და ქართული სისხლი გიჩქეფთ ძარღვებში!
კარგად მომისმინეთ:
90-იანებში წაგვაქეზეს მურიასავით და დაგვატაკეს ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებს! წაგვაქეზეს და თავი უტვინოდ და გამყიდველების მიერ გაბრუებულებმა ანაკონდას გადავაყლაპიეთ თავი!ეხლაც იგივე ხდება სოროსის მიმდევრების მიერ და რას ვერ ხვდებით??? ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულნი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში! ასევე მოვუწოდებ აფხაზ და ოს ხალხს, მათაც ყურადღება მიაქციონ, იქაც იგივე ვითარებაა ოღონდ ჯერ შედარებით სუსტად! სუსი თუ თქვენც იგივე განზრახვა და იგივე ღალატში იღებთ მონაწილეობას წყეულიმც იყოთ ქართველი ერის ცოდვით!!! ჰოი მთავარო ანგელოზო მიქაელ შეჰკარ ყოველნი მტერნი ქართველებისა - ხილულნი თუ უხილავი და აღხოცე პირისაგან მიწისა, ამინ!!!
უფალო დიდება შენდა! ღმერთო გაგვაძლიერებინე და გაგვამთლიანებინე ჩვენი სამშობლო!ამინ! დიდება ღმერთს!!! წყვეტა მე-5 კოლონას და მტერს!!!“ - წერს კვიციანი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.