საქართველოს „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ინიციატივით, მურის ციხეთა ბილიკზე გაიმართა ექსტრემალური რბენა კიბეზე.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგელებმაც (ირაკლი ხაბულიანი, ვალერიან მურცხვალაძე). ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მერიის შესაბამისი სამსახური და კომპლექსური სასპორტო სკოლა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები ვაჟთა და ქალთა შორის,რომლებიც დააჯილდოვეს „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
მორბენლები აღტაცებას ვერ მალავდნენ ლამაზი ბუნებისა და ბილიკების გამო.
გაიჟღერა იდეამ მომავალში საერთაშორისო ტურნირის ლეჩხუმში ჩატარების შესახებ.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.