„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას და ღარიბაშვილის სავარაუდო დანიშვნებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლობირებს.
„არ მინდა მერე თქვათ, რომ წინასწარ არ გითხარით - პრემიერ-მინისტრად თვალთხარიად წოდებული გახარიას, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად პათოლოგ, სამოქალაქო ომის გამღვივებელ, ქიზიყელ მილიარდერთა ბანდიდან ამოზრდილი ღარიბაშვილის სავარაუდო დანიშვნებს ლობირებს საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიული მტერი,რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მიზანი - საქართველოს საბოლოოდ ჩამოშლა“, აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.