ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კნუდ ბარტელსის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს ძალებთან სრულად თავსებადია.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა. მან საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების მხრივ გატარებულ რეფორმებს უამღლესი შეფასება მისცა.
"ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებენ, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად ინტეგრირებულია ISAF-ის ძალებში. მათ მიერ გავლილი სამხედრო წრთვნები ადასტურებს იმას, რომ ინტეგრაციის პროცესი გეგმის მიხედვით ხორციელდება" - განაცხადა კნუდ ბარტელსმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრა დღეს დილით თავდაცვის სამინისტროში შედგა. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ კი, სასტუმრო "რედისონში" 28+1 ფორმატში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.