ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში, 43-ე ბატალიონმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად ბაგრამის ბაზაზე განახლებული მემორიალი გახსნა.
ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე, ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრაიან ვოლფორდი (Brian Wolford) და ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების მოქმედი ქვედანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს 43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აღსრულებულ ქართველ მებრძოლთა სულთა საოხად პანაშვიდი აღავლინა.
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ 2016 წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 20 წლის წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.
ამჟამად ქართული სამხედრო კონტინგენტი საერთაშორისო მისიას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში(EUTM Mali) კი საქართველოს თავდაცვის ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.