ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებს წარადგენს
01-09-2019, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 1 სექტემბერს, 18:00 საათზე სხდომას გამართავს.

 


არსებული ინფორმაციით, უმთავრესი განსახილველი საკითხი სამთავრობო ცვლილებები იქნება, კერძოდ, საუბარი პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას შეეხება.

 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ამ დრომდე არ საუბრობენ, თუმცა ამაზე უკვე ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობს ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ ივანიშვილს მამუკა ბახტაძის პრემიერის პოსტიდან გადაყენება და მის ადგილზე გახარიას დანიშვნა გადაწყვეტილი აქვს.

 

 

ივანიშვილი ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში შაბათს გამოჩნდა. კერძოდ, მან, როგორც ამას „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდი იტყობინება, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი