პოეტი რეზო ამაშუკელი „ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ პრემიერ მინისტრის პოსტზე წარადგინოს გიორგი გახარია, რომელსაც „უკვე მორალურად არ აქვს უფლება, რომ არ იყოს“ ქვეყნის მთავრობის მეთაური.
„მინდა ბატონ ბიძინას მივმართო. თუ გახარია არ იქნება საქართველოს პრემიერ მინისტრი, რისი უფლებაც მას უკვე მორალურად არ აქვს, რომ არ იყოს, დამიჯერეთ, იმიტომ კი არა რომ მე, არავის ბიძაშვლი არა ვარ და არც დეიდაშვილი, ჩემი სატკივარი და სიმპათიები პირველ რიგში იწყება ჩემი ქვეყნის სიყვარულით, თუ დამიჯერებთ ასეა, ბიზნესი არ გამიჩეროთ... რომ ამბობენ, რომ მე მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა. კარგად ჩაიხედეთ ვინ როგორ იყიდა და ვინ როგორ გაიყიდა. ამას მე მივმართავ ბატონ ბიძინას იმიტომ, რომ აუცილებელია თავგანწირვა, აუცილებელია თავის დადება, რასაც მე ამ კაცში ვხედავ, ლაპარაკია გახარიაზე და კარგად გახსოვთ თქვენ პირადად რომ მოდიოდით, როგორი გულანთებული მოდიოდით და ოჯახი გყავდათ შეწირული, მაგრამ როცა ამბობენ, რომ ასე იყო... სამი შეცდომა, თქვენი სამი შეცდომა, ამას პირდაპირ გეუბნებით: კონსერვატორები რომ შემოიყვანეთ, ეს გველები, აი, დღესაც ნახეთ სუყველა დღეს როგორ არის, მეორე იყო, ეს ‘კარალევა მარგო’ რომ მეორე დღეს გაიქცა და ყველა გაჩუმებული იყო ჩემს გარდა და მესამე, ეს იყო ისტორიული შეცდომა, რომელიც თქვენი ბრალი არ არის, ეს უკვე თქვენი ბრალი არ არის იმიტომ, რომ კარგად ვიცი როგორ წაგიჭირეს კისერში ხელი ჩვენმა მეგობრებმა, და ეს იყო კოჰაბიტაცია.
„თუ რამე ფორმით დღეს გაგრძელდება ან ხელოვნებაში კოჰაბიტაცია ან პოლიტიკაში, ჩათვალეთ რომ ეს ყველაფერი ტყუილა გვიომია და ტყუილა გვიშრომია. მაინც უმადურია ეს ქართველი ერი, ხომ დარწმუნდით ამაში? ამაშია მთელი უბედურება. ამიტომ მე გირჩევთ, როგორც თქვენი ერთგული კაცი და როგორც ჩემი ქვეყნის, მგონია, რომ ერთგული და არა ისე, აფერისტები რომ არიან, პოლიტიკური დიარეა რომ აქვს ზოგს და დარბიან იქით-აქეთ, ეს გია ხუხაშვილი იმას რომ ჰგავს, ფერმის სირაქლემას. გარშემო უნდა დარაზმოთ ის ხალხი, ვინც თავს დადებს ბოლომდე და არა იმის გამო, რომ ზოგიერთი პარლამენტში რომ სხედან ეხლა, ის რომ არის, აღარ მინდა ეხლა ქალებზე ლაპარაკი, როგორც არის რაა, ამიტომ მე დავამთავრებ ჩემს საუბარს თქვენთან. იმის იმედი ნურავის ნუ ექნება, რომ მე ყოველ წუთში „ფეისბუქში“ დავჯდები და თქვენთან ვიჭორავებ. მაგრამ როცა საჭირო იქნება, სანამ პირში სული მიდგას, მე არ შევეგუები არავითარ შემთხვევაში ბოკერიას და მის კლანს და ჩემი პოლიტკორექტულობით და ჩემი სათნოებით, კარაქიანი თითით ამოგთხრით თვალს სუყველას, ეს გახსოვდეთ, მე მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვინცა ხართ ერთად საერთოდ“, აცხადებს რეზო ამაშუკელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.