თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა კოკაია შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკითხება თუ რატომ დათანხმდა იმ ქვეყნის პრემიერობას, რომელსაც „მართავს კაცი, რომლის გუნდის წევრებს არანაირი იდეა არ აერთიანებთ და გუნდიც ჩასაძირადაა განწირული“.
„როცა გიორგი გახარია მოსკოვიდან ჩამოყავდა ივანიშვილს და პოლიტიკურ კარიერას სთავაზობდა, ალბათ ვინმეს რომ ეთქვა, გიორგი, გაივლის წლები, შენ შინაგან საქმეთა მინისტრად დაგნიშნავენ და შენზე სიმღერებს დაწერენო, წარმოიდგინეთ როგორ გაიბღინძებოდა.
კი, გიორგი, დაწერეს შენზე სიმღერები, ოღონდ არა ისეთი, როგორიც შენ გინდოდა. ქუჩაში ბავშვები დღესაც ღიღინებენ, რომ გახარია სუხარია.
ორშაბათს პრემიერ მინისტრად დაგნიშნავენ გიორგი და გპირდები, სანამ მაგ თანამდებობაზე იქნები, კიდევ ბევრ სიმღერას დაწერენ შენზე.
არ ვიცი რატომ გაგწირა ასეთი ერთგული კაცი ივანიშვილმა. თუმცა, ივანიშვილი ხომ ყველას წირავს და კიდევ ბევრს გაგწირავთ საკუთარი გუნდიდან.
შენ რატომ დათანხმდი, ეგ ცოტა გაუგებარია იმ ქვეყნის პრემიერობას, რომელსაც მართავს კაცი, რომლის გუნდის წევრებს არანაირი იდეა არ აერთიანებთ და გუნდიც ჩასაძირადაა განწირული.
არ ვიცი რამდენად ხვდები, მაგრამ ეს ნამდვილად ბოლო ერთი წელია თქვენი მთავრობაში ყოფნის. აქამდე თუ ამას ცოტა ეჭვით ვუყურებდით, შენი გაპრემიერებით ნაღდად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მოისპეთ. რაც არ უნდა გააყლბოთ, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ყველა ხმას და დაგაბრუნებთ შენც და შენ ბატონსაც მოსკოვში.
ამ ქვეყანაში ჩვენ შვილებს ვზრდით და არ ვაპირებთ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაატარონ ცხოვრება“, წერს ბექა კოკაია „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.