3-5 სექტემბერს, მესტიაში, ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მესამე ქვეითი ბრიგადის და 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასი მინი ფეხბურთში გაიმართება.
ტურნირი უკვე მეხუთე წელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ინიციატივით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ტურნირში მონაწილეობას მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების გუნდები მიიღებენ.
მსურველ გუნდებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2 სექტემბრის ჩათვლით.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.