უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარები ხვალ იქნება გაკეთებული - რომან კაკულია
01-09-2019, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და მას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

 


სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე კომენტარები ხვალ იქნება გაკეთებული.

 

 

დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებს შეეხო და ამ საკითხზე ორშაბათს განცხადებას მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

 


„ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა კიდევ პოლიტსაბჭოზე, სამშაბათს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალ დილას უკვე გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე“, განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

(უმრავლესობის სხდომა)

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

 


„ამ საკითხთან დაკავშირებით ბახტაძე გააკეთებს გაცილებით უკეთეს, საინტერესო და სიღრმისეულ ინფორმაციას, ვიდრე მე შეიძლება ეს ერთი სიტყვით ვთქვა და გარდა ამისა, არსებობს კიდევ რაღაც კოლეგიალობის სტანდარტი, რომელიც არ ითვალისწინებს წინ გადახტომას იმ განცხადებაზე მაშინ, როდესაც დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ თქვენთვისაც, და საზოგადოებისთვისაც შესაბამისად, იქნება საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გამოვა... ამ საკითხზე ხვალ გექნებათ გაცილებით საინტერესო, სრულმასშტაბიანი ინფორმაცია. აქ განსხვავებული მოსაზრებები დღეს - ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ გია ვოლსკი თუ სხვა - ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრულფასოვანი და ამის იქით სალაპარაკო არაფერი არ არის. რაც შეეხება პოზიციებს - ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, კიდევ შემიძლია ბევრი ჩამოგითვალოთ, კახა კალაძე, ინფორმაცია, პოზიცია არის ერთი და არ არის ამ პოზიციებში განსხვავება“.

 

 

 


უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

 


არსებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრისას კი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი