ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ბიძინა გეგიძეს და „ქართულ ოცნებას" „რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ“, რაც აღნიშნული გადაწყვეტლების მიზეზი გახდა.
„დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამასთან დაკავშირებით არც თვითონ გამოუჩენია ოდესმე უმრავლესობის მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილი და რასაკვირველია, აქედან გამომდინარეობს. ეს არის მთავარი საფუძველი უმრავლესობის გადაწყვეტილებისა, რომ ბიძინა გეგიძე გაყვანილ იქნას უმრავლესობის შემადგენლობიდან, რაც ვფიქრობ, ნორმალური, ცივილიზებული გადაწყვეტილებაა, დამახასიათებელი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკისათვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ და დაამატა:
„ამის გარდა, იყო გამონათქვამები პოზიცია, თუნდაც შეუთანხმებელი განცხადებები, რომელიც ეხება არამარტო მელიას თემას, არის კიდევ სხვა ბევრი თემა, იქ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც სადავო არ შეიძლება რამე ჰქონოდა, თუნდაც იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, როცა ყველას კარგად ესმოდა, რომ შს მინისტრზე არ იყო აქ საუბარი, აქ იყო საუბარი მცდელობაზე, ტოლობის ნიშანი დაესვათ დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომელიც გააჩნდა წინა ხელისუფლებას დღევანდელ სიტუაციას შორის და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ბოლო დროს მოისმინეთ თქვენ განცხადებები, რომ დაელოდება და მერე მიიღებს თავის პოზიციას, დარჩება თუ არა უმრავლესობაში. ვფიქრობ, ეს გარკვეული ულტიმატუმია, რაზედაც, რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ დარჩებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით გულგრილი, ასე რომ, ვერ ვხედავ ამაში ტრაგედიას ან სკანდალურ თემას. პოლიტიკოსები სცილდებიან ერთმანეთს, პოლიტიკოსები უკავშირდებიან ერთმანეთს და ამ შემთხვევაში ეს დაცილება გახდა გარდაუვალი აუცილებლობა“.
თავად ბიძინა გეგიძე უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. პოლიტსაბჭოს სხდომა კი სამშაბათს, 3 სექტემბერს, უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.