„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ „დღემდე გაოცებულია მისი სიბოროტით“.
„ირაკლი ღარიბაშვილის, ამ ჭეშმარიტი, სულით ძე სიძის რომ რამე შეშურდება კაცს ის არაკაცი უნდა იყოს, მაგრამ დღემდე გაოცებული ვარ მისი სიბოროტით. როდესაც 6 წლის წინ პარტიის ოფისთან მოგვიგზავნა მის მიერ დაფინანსებულ ექსტრემისტთა ბანდა სულწაწყმედილი ვინმე სადღობელაშვილის მეთაურობით და თან შემოგვითვალა, რომ ეს კახი კალაძემ მოგიწყოთო. თავისებსაც არ ინდობს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩვენს უსაფრთხოებას როგორ დაიცავს კი ვიცი უკვე“, აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.