ოთარ კახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ბიძინას მონა და შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნა იქნება სრული კრახი
01-09-2019, 23:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „არის ბიძინას მონა“ და შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნა იქნება სრული კრახი.

 


„ღარიბაშვილი არის ბიძინას მონა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), ბნელი, რუსეთუმე, ასავალ-დასავალის ფავორიტი, წამების კადრები რომ ბავშვებს აყურებინა - მაგ დონის, უფრო სწორად - უდონო კაცი.

 


თან კორუმპირებული, თან ყეყეჩი, თან - არავინ პატივს რომ არ სცემს, ისეთი, მოკლედ, ეგ შს მინისტრად იქნება სრული კრახი.

 


გახარიას დაწინაურება ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებისთვის თვალების დათხრის შემდეგ - საზოგადოების მასხრად აგდება და ბოლომდე გამოწვევა იქნება, რაც საშუალოვადიან მომავალში ქართულ ოცნებას და პირადად ივანიშვილს ძალიან ცუდ მომავალს უქადის. ნუ - არსებული სცენარებიდან ალბათ ყველაზე უარესს.

 


გაბედავს ივანიშვილი ხალხის წინააღმდეგ ღიად წასვლას?“ - წერს „ფეისბუქზე“ ოთარ კახიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი