საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, - წერს „ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება.
1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მოცულობითი ინფორმაცია“ ხვალ, 2 სექტემბერს გავრცელდება.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრაზე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა ემსჯელათ. მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.