სოსო ცინცაძე: "აუცილებლად უნდა დათმოს მარგველაშვილმა, გაეროში უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი"
20-08-2015, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გაეროს წესდებაში წერია, რომ ქვეყნიდან უნდა ჩავიდეს მხოლოდ ერთი დელეგაცია - ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან პრემიერი, ან კიდევ პრეზიდენტი. ესე იგი, მილიარდნახევრიანი ჩინეთი აგზავნის ერთ დელეგაციას, ხოლო 3-მილიონიანი გაღატაკებული საქართველო ორ დელეგაციას? ახლა უსუფაშვილსაც რომ გაეზარდოს აპეტიტი და თქვას - მეც მინდაო, რა ვქნათ? სამწუხაროდ საქმე გვაქვს არასერიოზულ კინკლაობასთან, რაც ძალიან ლახავს ქვეყნის იმიჯს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პრემიერის გაეროში ვიზიტი ნახევარი მილიონი გვიჯდება / რამდენით მეტ ინვესტიციას ჩამოგვიტანს ღარიბაშვილი?


"აუცილებლად უნდა დათმოს მარგველაშვილმა. ახალი კონსტიტუციით დღეს რეალური მმართველი არის პრემიერ-მინისტრი. დავუშვათ, ჩავიდა პრეზიდენტიც, რა უნდა გააკეთოს, ვის უნდა შეხვდეს და რა საკითხები დაალაგოს? მე მახსოვს, აქედან გამსახურდიას დროსაც ჩადიოდნენ, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა დაბოდიალობდა და ამერიკული პრესა ამაზე იცინოდა. ის კი არა, კონგრესის სხდომებს ესწრებოდნენ და ამით ტრაბახობდნენ. არადა, კონგრესში შესვლა ყველას შეუძლია და რიგით მოქალაქესაც. თეთრ სახლში ექსკურსიაზე მილიონობით კაცი შედის კვირაში, დასწრება რა პრობლემაა? მოკლედ, ზედმეტ ხარჯებს რომ თავი დავანებოთ, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა", - აღნიშნავს გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.


"საერთოდ, გაეროში მსგავს შეხვედრებს აფასებენ, როგორ "თავისუფალ გასეირნებას", იქ იქნებიას სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, იქნება ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის წამორტყმა და შეიძლება ღარიბაშვილმა ვინმე მიიწვიოს ან იქით მიიწვიონ, რასაც, გამორიცხული არ არის, მოჰყვეს ხელშეკრულებების გაფორმება რომელიმე სფეროებში. ხეირი ის იქნება, თუ ინვესტიციებს მოვიზიდავთ ან თანამშრომლობას გავაფართოვებთ. ამიტომ ვამბობ, გაეროში უნდა წავიდეს პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ სიმბოლური სახე იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.


"რაც შეეხება რუსეთის სანქციებს - რუსეთმა ჩვენ "დაგვინდო" იმიტომ, რომ არ უნდა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდეს. დღითიდღე ურთულდება ურთიერთობა ნატოს წევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. სხვათა შორის, კრემლი ჯერ კიდევ აპრილში ელოდებოდა, რომ სანქციები შესუსტდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პუტინმა მილიონები დახარჯა, რათა მერკელისთვის აეჯანყებინა გერმანელი ბიზნესმენები და იძულებული გაეხადა უარი ეთქვა სანქციებზე. არც ეს გამოუვიდა და ამიტომაც წამოიწყო კონტრაქციები. ნავთობის ფასები ეცემა და კატასტროფულად შემცირდება რუსეთის შემოსავალი. აქამდე თითქოს ირანი რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარი თავის მოკავშირე გამოვიდა. დღეს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე - ჩვენ უნდა გვქონდეს კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი და არ შევიდეთ ნატოში", - ამბობს პოლიტოლოგი.


"დაუკვირდით, თინა ხიდაშელის განცხადებები ცოტა შეიცვალა - როგორც ჩანს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ ბრიუსელთან გვქონდეს უფრო რეალისტური ტონი. ასე რომ, ჩვენთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, ახლა რუსეთს კიდევ ავუყირავდეთ და დავზარალდეთ. მე არ მესმის "ნაციონალების" არგუმენტაცია - ცდილობენ, დაუკრეფავში გადავიდნენ და ქვეყანა დააზარალონ. ერთი კახელ მევენახეებს ჰკითხონ... დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვას - "კახელი გლეხების ლანძღვაც კი დაიწყეს..." - პასუხობს:


"ეს უკვე ისაა, ძალა რომ აღარ აქვს ადამიანს და ბოროტდება. "ნაციონალები" უკვე გაბოროტდნენ. მოვა არჩევნები და "ნაციონალები" რას მიიღებენ კახეთიდან, ნახავენ. ეგენი უკვე თავიანთ წვენში იხარშებიან არ იციან რა გააკეთონ, მარტო ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, იმდენად დაუძლურდნენ, ვეღარაფერს ამტკიცებენ. რას ქვია, ევროპამ ბაზარი გაგვიხსნა და რუსეთი აღარ გვინდა? ვინ გაგიხსნა, რა გაგიხსნა - შენი პროდუქცია ვის სჭირდება ევროპაში, ვინ შეგატანინებს? არა, პირიქით, აქეთ უნდა შემოიტანონ - შენ წარმოება არ უნდა გქონდეს - აი, ეს არის მთელი ფილოსოფია. შეიძლება სიტუაცია 50 წლის შემდეგ შეტრიალდეს, მაგრამ ამასობაში თაობები წავლენ...".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი