„ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს - ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან“, - აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება - ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის.
ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ...“ - მიაჩნია უსუფაშვილს.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.