ზაალ უდუმაშვილი: „გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა ნიშნავს, რომ გავრილოვი დანიშნო საქართველოს მთავრობის მეთაურად“
02-09-2019, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გახარიას პრემიერად წარდგენა ნიშნავს, რომ გავრილოვი დანიშნო საქართველოს პრემიერად,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს.

 

 

მისი თქმით, გახარიას პრემიერად დანიშვნა „საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდებაა".

 

 

„ბიძინა ივანიშვილი მოსწრებაზეა. ახლა ნებისმიერ ნაბიჯს დგამს, რაღაცნაირად შექმნას ფასადური შთაბეჭდილება მაინც იმისთვის, რომ რაღაცას აკეთებენ. ჯერჯერობით, რაც კომენტარებიდან დადასტურდა არის ის, რომ მამუკა ბახტაძეაღარ იქნება პრემიერ მინისტრი. ვნახოთ, ვის წარადგენენ პრემიერად. ბიძინა ივანიშვილს დიდი არჩევანი არ აქვს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში" კადრების სერიოზული პრობლემაა. ვინც არ უნდა წარადგინოს პრემიერად ივანიშვილმა, ეს მას არ უშველის, რადგანაც ამ რეჟიმს გაჭირვების გარდა არაფერი მოუტანია მოსახლეობისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი