ივანიშვილმა საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და დაივიწყა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას მხარს არ უჭერს, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ბახტაძის პრემიერ მინისტრობის დროს საქართველომ უაზროდ დაკარგა წელიწად ნახევარი.
„ბახტაძის დანიშვნით პრემიერ მინისტრად, საქართველომ დაკარგა თითქმის წელიწად ნახევარი უაზროდ, ამ წელიწად ნახევარში დე ფაქტო პრემიერის ფუნქციას ისედაც გახარია ასრულებდა, ასე რომ, რა ჩაიდინა ივანიშვილმა და რისი მიღწევა სურდა ბახტაძის პრემიერობით, აბსოლუტურად გაუგებარია, ივანიშვილმა საბოლოოდ ხელი ჩაიქნია და დაივიწყა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას მხარს არ უჭერს, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მოახდინოს დისტანცირება საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც კითხვები აქვს“ , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.