მამუკა ბახტაძე: „ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა“
02-09-2019, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას.

 


როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიმართვაში , რომელიც მან დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა, ახსნა, თუ რატომ მიიღო პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება.

 


„დღეს გავავრცელე მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ, სადაც გავაკეთე მიმოხილვა განვლილი ერთი წლის, მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ მინისტრის პოსტი. რა მიზნები და ამოცანები მქონდა, რა იყო პირადად ჩემი მთავარი მიზანი, რომ შემესრულებინა. ამასთან ერთად, ის ხედვა, რომელსაც ვფიქრობ, უნდა იყოს აქტუალური შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის. ავხსენი, რატომ მივიღე გადაწყვეტილება, გადავმდგარიყავი პრემიერ მინისტრის პოსტიდან.

 


შარშან, როდესაც პრემიერ მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, გამოვედი ინიციატივით, შეცვლილიყო აქცენტები ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. გავაჟღერე ის ხუთი პრინციპი, რომელსაც ეფუძნებოდა თითოეული ჩვენი რეფორმა თუ ინიციატივა. ამავე დროს, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ გვაკლდა სტრატეგიული აქცენტები სახელმწიფოს განვითარებაში, ინსტიტუტების მშენებლობაში და ამას აქვს ლოგიკური მიზეზი. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და სამწუხაროდ, ისე ჩამოყალიბდა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკური პარტიები ძირითადად სთავაზობდნენ ისეთ დღის წესრიგს, რომელიც მორგებული იყო საარჩევნო მიზნებზე და მას სტრატეგიულ დატვირთვას ნამდვილად ვერ მივცემდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი