91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან
02-09-2019, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

 


ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

 


არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.

 


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს:

 


სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებთან გორის მუნიციპალიტეტისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები;

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სამსახურს, შეისწავლოს საქართველოს პარლამენტის წევრ, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი