მამუკა ბახტაძე ადამიანურად ნაწყენია, მონობა არ დაუფასდა და განიცდის, - განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ბახტაძეს რეალური ძალაუფლება აღარ აქვს.
„მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, თავად განსაზღვრავს სახელმწიფო აპარატის მუშაობას. რა ხასიათზეც იღვიძებს, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა. სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძეს არაფერი გაუეკეთებია და მისი სახელი ერთ წელში დაავიწყდებათ. რაც გვესმის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ მინისტრი, იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ძალაუფლება არც ახალ პრემიერს ექნება. თუ პრემიერი შს მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვერ დანიშნავს, მისი წარმომადგენლები არ იქნებიან, გამორიცხულია, მისი საქმიანობა ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, კაბინეტი სახელებითა და გვარებით, რათა განვსაზღვროთ, ვინ იქნება ახალი პრემიერის გავლენის ქვეშ და ვინ არა. ახალი ცვლილებები იქნება ძველ სახლში ახალი ფარდების დაკიდება. მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ანგარიში არ წარადგინა, რეგლამენტი დაარღვია. ვფიქრობ, ადამიანურად ნაწყენია, რადგან თავის თავში ფიქრობს, რომ არ დაუფასდა. სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მაგას მონობა ჰქვია. ეს არ დაუფასდა და განიცდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.