სერგი კაპანაძე: „ეს არის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე არ დარჩება, არანაირად“
02-09-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე არ დარჩება, არანაირად, მან არაფერი არ გააკეთა, ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიცა იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა სერგი კაპანაძემ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ბახტაძის მიერ პოსტის დატოვება არა მისი, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

 

 

"ის, რომ მამუკა ბახტაძემ დატოვა თანამდებობა, მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ისევე, როგორც პრემიერობა არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს არის პრემიერმინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არც ისე და არც ასე არ დარჩება, არანაირად, მან არაფერი არ გააკეთა, ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიცა იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას. ახლა სერიოზული და მნიშვნელოვანი კითხვაა ის, თუ ვინ იქნება შემდეგი პრემიერმინისტრი, არა იმიტომ, რომ პრემიერმინისტრსრაიმეს შეცვლა შეუძლია სასიკეთოდ ამ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ გავარკვიოთ, ივანიშვილი გაბედავს თუ არა და დანიშნავს თუ არა გახარიას, რომელმაც მოაწყო გავრილოვის ღამე და თავის თანამოქალაქეებს თვალები დათხარა. თუ მან ეს გააკეთა, ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ის არის სრულიად არაადეკვატური და არანაირ პატივს საზოგადოებას არ სცემს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მორიგი დადასტურება იქნება. ეს ყველაფერი უდავოდ გამოიწვევს ივანიშვილის არჩევნებში დამარცხებას, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, იმ მრავალი ადამიანის ინტერესის დაცვას, რომლებიც დარწმუნებულები არიან დღემდე, რომ გახარია უნდა წავიდეს სახლში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმის გამო, რაც 20 ივნისს გააკეთა და ამისთვის კონკრეტული გზები იქნება მოფიქრებული, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. ჩვენ ჯერ ივანიშვილის მხრიდან გადაწყვეტილებას დაველოდებით და შემდეგ გაგაცნობთ ჩვენი გეგმების შესახებ",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი