[ვიდეო] კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას მიესალმებოდა, თუმცა ეს საკითხი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ არის გადასაწყვეტი
02-09-2019, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ ჩვენ და მე მხოლოდ მივესალმებოდი მის შინაგან საქმეთა მინისტრობას“, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს, იგი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგია.

 


კახა კალაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა უნდა მიიღოს, ხოლო გუშინდელ შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

 

 

 


„გავრცელებული ინფორმაცია არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი, ვინ მოიგონა და საიდან მოიტანეს ეს აბსურდი და სისულელე მე ასე დავარქმევდი ამას. პირველი, რაც მინდა ვთქვა - ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ჩვენ ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია - გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, თუ ვინ იქნებოდნენ მინისტრობის კანდიდატები, საერთოდ განხილულიც კი არ ყოფილა და ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ამხელა სისულელე. მესამე, ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანი არის - ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას უშუალოდ პრემიერ მინისტრი წარმოადგენს და პრემიერ მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მის გუნდში და ვინ იმუშავებს. მე თუ მეკითხებით, როგორც გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი, დანარჩენი გადასაწყვეტია იმის მიერ, ვინც იქნება პრემიერ მინისტრობის კანდიდატი“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი