ბახტაძე ამბობს, რომ გადადგომის სურვილი გაზაფხულზე გაუჩნდა
02-09-2019, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ მან თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე, ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ხატია ქვათაძის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

 

 

„ბუნებრივია, დღეს აქტუალურია თემა, თუ ვინ იქნება პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი. გიდასტურებთ, რომ ამ დღეებში გვქონდა კონსულტაციები, დღეს საღამოს და ხვალ დილითაც გვექნება. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება ამ კონსულტაციების შინაარსზე საუბარი, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და სამშაბათის დილას დაველოდოთ“, - განაცხადა ბახტაძემ კითხვაზე, მზად არის თუ არა საზოგადოება იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარია იხილოს.

 

 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ნინო ხოზრევანიძის კითხვაზე, რატომ მიიღო ბახტაძემ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება და ჰქონდა თუ არა ამაზე საუბარი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ ის მოვიდა კონკრეტული მიზნით და მანდატით და ეს მიზანი შესრულებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი