პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ის წარუდგენს პოლიტსაბჭოს წევრებს პრემიერ მინისტრის კანდიდატურას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობასაც გააცნობს.
უმრავლესობის სხდომა პოლიტსაბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ გაიმართება.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში გაკეთდება განცხადება და ცნობილი გახდება პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურის ვინაობა.
არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.