გივი ჭიჭინაძე მოადგილეებთან და თერჯოლის გამგებელთან ერთად თერჯოლაში მიმდინარე პროექტების განხორციელებას გაეცნო
20-08-2015, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლები მონიტორინგის ფარგლებში თერჯოლაში მიმდინარე პროექტების განხორცილებას გაეცვნენ.


იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.


ამ ეტაპზე სოფლების ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი 4 კმ–იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება ხდება, ასევე ბარდუბანი-ზედა სიმონეთისა და თერჯოლა-ტელეფის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებზე 30–ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული და პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 700 000 ლარით არის დაფინანსებული. სოფლებში ამ დრომდე გზა სრულიად ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.


თერჯოლაში მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა. პრიორიტეტულად გამოცხადებულ მიმართულებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტში სულ 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აღდგა, ხოლო სოფელ გოდოგანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი აშენდა.


სამხარეო ადმნისტრაციის ცნობითვე, ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოთხ ისეთ სოფელში მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, სადაც ამ დრომდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთოდ არ არსებობდა. საბავშვო ბაღები 30–40 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები კი ოქტომბერში დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი