გიორგი გახარიასთან ერთად ყოფნა ბომბია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს არის კაცი, რომელიც უკვე თავისთავად არის ხიფათის მატარებელი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძე იმედოვნებს, რომ ეს ბოლო ცვლილებაა, რომელსაც ივანიშვილი ქართველ ხალხს შესთავაზებს.
„ამ კაცთან ერთად სიარული არა მარტო ივანიშვილისთვის არის სახიფათო, არამედ ქვეყნისთვის. შევარდნაძე მახსენდება, რომელმაც 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირში“ თავი მოუყარა ქართული პოლიტიკის ქაფს, არ მინდა, ნაგავი ვიხმარო და საქართველოში პოლიტიკოსები ქართველმა ხალხმა ამით დაასრულა. იმედი მაქვს, ეს არის ბოლო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი ქართველ ხალხს შესთავაზებს და 2020 წელს ივანიშვილის მმართველობას თავის გახარია-ღარიბაშვილებიანად დაასრულებს მოსახლეობა. ჩვენი მიზანია, საქართველო არჩევნებამდე ზედმეტი რყევების გარეშე რამენაირად მივიყვანოთ, რომ ხელისუფლებისგან ივანიშვილის მშვიდობიანი ჩამოშორება მოხდეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.