საპროტესტო აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს.
„თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს.
გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.
ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს.
ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.
სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში.
გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ ოცნებისთვის ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, - წერს დიღმელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.