გიორგი ვოლსკი: „გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება“
03-09-2019, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებსაც მხარდაჭერა ექნება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 


„სამთავრობო აქტივობები და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა ინტენსიფიცირებული იქნება. თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილი იქნება თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის, რასაც ვგეგმავთ.

 


საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ, რასაკვირველია.

 


ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს. მთავარი თემა არის შემდეგი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის“,-განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი