არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.