საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტთან იმართება. მისი თქმით, „როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, სტვენაზე გადავიდნენ“.
„სარკასტულად შეიძლება ვუპასუხო, რომ „გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. სამწუხაროდ, ადამიანების დაშავების ფაქტები იყო, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა იმ დანაშაულებებს შორის, რაც ჩაიდინეს, თუნდაც მიტინგის დაშლის დროს და იმ მოვლენებს შორის, რაც 20 ივნისს მოხდა, შეუძლებელია, გამორიცხულია, მაგრამ მცდელობები იქნება და ერთ-ერთი გამოხატულება იყო დღევანდელი სტვენა. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე. ასე რომ, ეს პასუხი ზუსტად შეესაბამება, ადეკვატურია იმ კომენტარებისა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.