ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად, კერძოდ კი, 96 ხმით მიიღეს.
ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება.
ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა.
20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.