ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ საბავშვო ბაღები დაათვალიერა და სასწავლო პროცესის განახლების წინ არსებულ ვითარებას გაეცნო. გაესაუბრა გამგეებს და საჭიროებების შესახებ უშუალოდ მათგან მოისმინა.
"საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლისათვის ემზადებიან. მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვაქვს. სწავლა განახლდება მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ დაწეწსებულებაში, გარდა ქალაქის მე-2- ე საბავშვო ბაღისა, სადაც შენობის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე ბავშვები და ადმინისტრაცია # 1 საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდება, სადაც მათთვის სათანადო გარემოა შექმნილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სოფელ გოჩა - ჯიხაიშის საბავშვო ბაღში. პატარები კეთილმოწყობილი შენობაში განაახლებენ სწავლას", - განაცხადა მანანა გოფოძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 20 საბავშვო ბაღს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 800 - მზე მეტი აღსაზრდელი ღებულობს. ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.