გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
03-09-2019, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლალისყურის, ფშაველისა და ლეჩურის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

 


სოფლად მცხოვრებთა ძირითად საჭიროებად სასმელი და სარწყავი წყლის, ასევე შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები დასახელდა.

 


სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს რთველის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლისა და სოფლის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო.

 


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობას, სოფლებში არსებული საჭიროებების, ეტაპობრივად მოგვარების პირობა მისცეს. 

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრიორიტეტების მაქსიმალური გათვალისწინება და ეტაპობრივად, ყველა საჭიროების დაკმაყოფილება მოხდეს.



თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი