"რუსთავი 2" -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ის პირად გვერდზე მის მიერ ახლადდაფუძნებული ტელევიზიის "მთავარი არხის" მნიშვნელობის შესახებ წერს და აღნიშნავს რომ ტელევიზია მთავარი ატირუსული პლატფორმა იქნება.
"მგონი, ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ "მთავარი არხი" ისევე ჭირდება ახლა ამ ქვეყანას და ანტირუსული წინააღმდეგობის მოძრაობას, როგორც ცას - კიბე, ზღვას - ხიდი და დედამიწას - სამართალი.
ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ არა მარტო მთავარი ტელევიზია, არამედ მთავარი ანტირუსული პლატფორმა, როგორც ვიყავით კიდეც, ოღონდ სხვა სახელით.
დიახ, მთავარი და ამ როლის დათმობას არც ერთი მიმართულებით არ ვაპირებთ. გვაქვს ამის ამბიციაც, შესაძლებლობაც და მორალური უფლებაც" , - წერს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.