ღარიბაშვილი, გომელაური, გახარია და იზორია - ეს ოთხეული მირჩევნია სხვა ოთხკაციან გუნდს. შედარებით ნორმალურ ოთხკაცინ გუნდს ვერ ვხედავ ვერც "ევროპულ საქართველოში" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საუბრისას.
„ასეთ ოთხკაციან გუნდს მე ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვხედავ და ვერც „ევროპულ საქართველოში“. ამათგან შეიძლება არც ერთი არ არის იდეალური, მაგრამ ერთად ეს ოთხი ადამიანი ნებისმიერ ოთხ ადამიანს მირჩევნია, მე პირადად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ის, რომ კარუსელი დატრიალდა, ნიშნავს, რომ მათ ხალხი აღარ ჰყავთ და ექსპერიმენტებია კობახიძისა და ბახტაძის სახით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.