არავინ იფიქროს, რომ "გახარია წადის" ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა სახელმწიფო წესრიგის დაცვა იყო და მათ ეს გააკეთეს.
„რაც 20 ივნისის საღამოს მოხდა, აქ ტოლობის დასმა დილით დაწყებულ პროცესებთან არის ოპოზიციის ერთი ჯგუფის ნარატივი, დეზინფორმაციის ნაწილი და საღამოს მომხდარ მოვლენებზე არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას და საზოგადოებას არ სურს იხილოს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ძალადობრვი გზით ცვლის სახელმწიფო წესრიგს და ეს მოხდა ზუსტად 20 ივნისის საღამოს და სახელმწიფომ გასცა ლეგიტიმური პასუხი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, ცალსახად, იყო, რომ დაეცვა სახელმწიფო წესრიგი და მათ ეს გააკეთეს. ძალიან სამწუხაროა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, ახალგაზრდები და 80 პოლიციელი.
ჩვენ მეორე დღიდანვე ვიყავით საავადმყოფოებში და მოვინახულეთ ეს ადამიანები და დამიჯერეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი დღემდე რჩება ის, რომ ამ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ, მათ შორის პოლიციელებს, თუმცა, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ეს პოლიტიკური ჯგუფი და ჩვენ ამას არ მოვითმენთ და არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის“ ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.