ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ პასუხობდა ყოფილი პრემიერის ზარებს და დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად სარწმუნო ინფორმაცია იყო და ამ გავრცელებულ ხმებს დაემთხვა ის, რომ ბახტაძე გაუშვეს. ეს იყო გუნდის გადაწყვეტილება თუ პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ პრემიერ მინისტრი გამხდარიყო გიორგი გახარია? - ასეთი შეკითხვა დაუსვა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის თავჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს გადაცემა „რეაქციის“ ეთერში.
როგორც თალაკვაძემ შეკითხვის პასუხად განაცხადა, გუნდის წევრებს შორის ნორმალური ურთიერთობაა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძე პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. მან ასევე განმარტა, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, რაც მედიისა და საზოგადოებისთვის დაფარული არ ყოფილა.
„ძალიან ნორმალური ურთიერთობები არსებობდა დღემდე და იარსებებს მომავალშიც, მამუკა ბახტაძე პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება იყო მიღებული პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად, ამ კონსულტაციების დიდ ნაწილს მედია თვალს ადევნებდა, გთხოვთ, კონსპირაციას ნუ მოძებნით, თანამდებობა არ არის თვითმიზანი ჩვენს გუნდში, ეს ერთი, მეორე- მამუკა ბახტაძემ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური და სამთავრობო პროგრამების განხორციელებაში და ვფიქრობ, მან განმარტა ძალიან ნორმალურად და დემოკრატიული კულტურისთვის მისაღებად, თუ რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.