ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. ამის შესახებ BBC ჩრდ. კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა.
ჩრდილოეთ კორეამ ამ დრომდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის მიმართავს სამხედრო მოქმედებებს, თუ სეული ფხენიანის წინააღმდეგ პროპაგანდას არ შეწყვეტს.
გუშინ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვაზე სროლა იყო. როგორც სეულში აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეამ გახსნა. აღნიშნულს სამხრეთ კორეის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. მომხდარის შემდეგ სეულმა სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია გამოაცხადა.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ 1950-1953 წლების ომის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.