იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად კენჭისყრის პირველი ეტაპი უკვე ჩაატარა. ცნობილია იმ კანდიდატთა ჩამონათვალი, რომლებიც კენჭისყრის მეორე ეტაპს გაივლიან.
კენჭისყრაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა ორმა კანდიდატმა – საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ და უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია ვაჩაძემ მიიღეს. ორივე მათგანმა საბჭოს 12 წევრიდან 11-11 ხმა მიიღო.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, 10 ხმა მიიღეს – მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ნუგზარ სხირტლაძე;
ცხრა ხმა – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე;
რვა ხმა – მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, გოჩა ჯეირანაშვილი;
შვიდი ხმა – ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ალექსანდრე წულაძე.
ამის შემდეგ საბჭომ მეორე კენჭისყრა უნდა ჩაატაროს, რომლის მიხედვითაც სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა მათი კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.