„ღარიბაშვილი არასდროს არ შეასრულებს გახარიას დავალებას“ - ლევან გოგიჩაიშვილი
04-09-2019, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღარიბაშვილი არასდროს არ შეასრულებს გახარიას დავალებას, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, პრემიერ მინისტრს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მინისტრი თავად შეცვალოს, რადგან ყველა ქვეყანაში ასე ხდება.

 

 

„გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობა სავსე იქნება ინტრიგებით, რომელიც იქნება ფარდის მიღმა, საოცრება მოხდება, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს, ნათია თურნავა რომ ნათია თურნავა არის, ის არ იქნება მისი დავალების შემსრულებელი, მას თავისი უფროსი ჰყავს. გახარია არ იქნება წულუკიანის მინისტრი, არც გომელაურის. ცუდია, როდესაც პრემიერ მინისტრს არ აქვს საშუალება, წარადგინოს მინისტრთა ახალი კაბინეტი, იმას კი არ ვამბობ, რომ დამლაგებელი უნდა გამოცვალოს, მაგრამ მინისტრი უნდა შეცვალოს, ასეთი ლოგიკაა, ყველა ქვეყნაში ასე ხდება“ , - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი