„საქართველოში პოლიციელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა არმიისთვის, პოლიციელი მინისტრები არმიაში პოლიციური მიდგომების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც ფაქტობრივად ჯარში, არმიული, დოქტრინული ერთიანობის მოშლას განაპირობებს და შესაბამისად არმიის გარკვეული დოზით დემორალიზება ხდება“, - აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
„აგერ უკვე ლამის ორი ათეული წელია თავდაცვის სამინისტროს მინისტრად ვერ ეღირსა სამხედრო პროფესიონალი, თანამედროვე სამხედრო დოქტრინებში გათვითცნობიერებული, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის შესაბამისი ტაქტიკისა და სამხედრო სტრუქტურული დანაყოფების მნიშვნელობის მცოდნე ისეთი ადამიანი, რომელსაც თავისი ვალი სამშობლოს წინაშე ღირსეულად აქვს მოხდილი სამხედრო ხაზით, რომელსაც ჩვეული მლიქვნელური მიდგომებით ტვინს ვერ მოუქონავენ ზოგიერთი სამხედრო „ბელადები“, რომლებიც წრეზე ტრიალებენ გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში და მზად არიან ჩუმად იყვნენ თავიანთი კომფორტული კაბინეტებისა და რბილი სკამების შესანარჩუნებლად მაშინაც კი, როცა ჯარს თავზე ანგრევენ.
„როგორც წესი, საქართველოში პოლიციელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა არმიისთვის, პოლიციელი მინისტრები არმიაში პოლიციური მიდგომების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც ფაქტობრივად ჯარში, არმიული, დოქტრინული ერთიანობის მოშლას განაპირობებს და შესაბამისად არმიის გარკვეული დოზით დემორალიზება ხდება... კარგად უნდა ესმოდეს ყველას რომ არმიას ისე ვერ მართავ როგორც პოლიციას, ეს ორი სტრუქტურა სრულიად განსხვავებული რამ არის... არმიების მართვა სამხედრო ხელოვნებაა და მეცნიერება, რომელსაც ამ საქმის პროფესიონალი უნდა უძღვებოდეს... ის განმარტებები რომ მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და არ არის აუცილებელი სამხედრო იყოს, ყველაზე სულელური განმარტებაა სულელებისთვის! ეს შეიძლება ეხებოდეს სხვა ნებისმიერ სტრუქტურას, მაგრამ არა სამხედრო საქმეს და თავდაცვას!
რაც შეეხება ამ სამთავრობო ცვლილებებს მთლიანობაში - ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდებაა ეს ყველაფერი!“ - წერს „ფეისბუქზე“ ბადრი შელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.